Metronome.Ge
ინტერნეტ გაზეთი
- Website
- metronome.ge · all feeds from this site
- Feed URL
https://metronome.ge/feed
Read it in your FeedListing reader
Or add to: Feedly Inoreader Raw feed
Latest posts
-
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს,. უწყების ცნობით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და…
-
არჩევნების წაგების მიზეზი ირანის ომია – ეს თავად პრეზიდენტმაც აღიარა”- ჯეი დი ვენსი
შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის მძიმე მარცხისა და „დემოკრატების“ მიერ მიღწეული შთამბეჭდავი გამარჯვების მიზეზად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანის ომს ასახელებს. ვიცე-პრეზიდენტმა პირდაპირი შეფასება მისცა სამშაბათს გამართულ არჩევნებში „რესპუბლიკელების“…
-
“ანგარიში შერჩევითი ანალიზის საფუძველზე ხელს უწყობს სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის სამართლის უზენაესობის პრინციპს”- საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის ანგარიშს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური…
-
“გაათავისუფლეთ ყველა თვითნებურად დაკავებული პირი” – ევროკომისია “ოცნებას
ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს “ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს – გამოიძიოს ძალის გადამეტებისა და წამების ბრალდებები”. ანგარიშის მიხედვით, გასული წლის რეკომენდაციები…
-
რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში
საქართველო მხოლოდ სახელით რჩება ევროკავშირის კანდიდატად და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, — ასეთია ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის მთავარი მიგნება საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკომისიის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აგრძელებს…
-
სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს
სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, კარაპეტიანს ფულის გათეთრება და ქონების გაფლანგვა ედება ბრალად. საქმის მასალების მიხედვით, კარაპეტიანმა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე „სომხეთის…
-
აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრ სახლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს მიიწვევს
აშშ-ს პირველი ლედის ოფისის განცხადებით, მელანია ტრამპი თეთრ სახლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს პირადად შეახვედრებს. “პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრ სახლში პირადად შეახვედრებს ერთმანეთს რუსეთისა და უკრაინის – ორ საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს – წარმომადგენლებს.…
-
“ასეთი აგრესია თუ განმეორდება, ომის მასშტაბები გაცილებით ფართო გახდება“ – მოჯტაბა ხამენეი
ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ ისინი, ვინც არჩევნების შემდეგ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ელოდებიან, „სერიოზულად ცდებიან“. მისივე თქმით, პარტიული, თუ ფრაქციული ცვლილებების მიუხედავად, შეერთებული შტატების ჰეგემონური სისტემა უცვლელი რჩება. „ისინი, ვინც ჯერ კიდევ…
-
საფრანგეთში სისხლის პლაზმის შესანახ ობიექტებზე კიბერშეტევა განხორციელდა
საფრანგეთში სისხლის პლაზმის შესანახ ობიექტებზე კიბერშეტევა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას AP საფრანგეთის სისხლის საცავზე (EFS) დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგების აღმოფხვრა იქამდე შეძლეს, ვიდრე ბანკს ზიანი მიადგებოდა. EFS-ის ცნობით, ინციდენტი…
-
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის ავარიის შემდეგ გადადგა – BBC
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლის ავარიის შემდეგ გადადგა – ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება ოსკარ პუენტემ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში მომხდარმა მძიმე სარკინიგზო კატასტროფამ, რომელსაც სულ მცირე 69 ადამიანი ემსხვერპლა, საზოგადოებასა და პოლიტიკურ…
-
ემანუელ მაკრონი 5 და 7 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ ელისეის სასახლეში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 5 და 7 ნოემბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციების წინ ელისეის სასახლეში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 4 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ…
-
„აშშ-ში საოცარი შედეგი დაფიქსირდა! ევროპის მხრივ ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი” – კრისტელ შალდემოზე
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კრისტელ შალდემოზე აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ევროპისა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში დადებითაც აფასებს. შალდემოზეს შეფასებით, არჩევნების შედეგები „წარმოუდგენელია“. მისი თქმით, ეს შედეგი შესაძლოა, უკრაინის მხარდაჭერას…
-
საფრანგეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ 5 ნოემბრის საპროტესტო აქციებისას ადამიანებზე, კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაზე თავდასხმების შემთხვევაში პოლიციას დაუყოვნებლივი ჩარევის უფლება ექნება
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი 5 ნოემბრის საყოველთაო გაფიცვისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების წინ სამართალდამცველებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მინისტრის განცხადებით, პოლიციამ და ჟანდარმერიამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევები თავიდან…
-
უკრაინული დრონები რუსეთში „ოზონის“ ცენტრს დაესხნენ თავს
4 ნოემბერს, სამხრეთ რუსეთში, ადიგეისკში მდებარე „ოზონის“ ერთ-ერთ უდიდეს ლოჯისტიკურ ცენტრს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. კომპანია „ოზონმა“ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. „ოზონის“ ცნობით, დარტყმამ საწყობში ხანძარი გამოიწვია, თანამშრომლების ევაკუაცია კი დროულად მოხდა.…
-
ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესის არჩევნებში ლიდერობს
საქართველოს აქტიური მხარდამჭერი, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის შუალედურ არჩევნებში, სამხრეთ კაროლინის მე-2 საარჩევნო ოლქში, ერთ-ერთი საარჩევნო პლატფორმის მონაცემებით ლიდერობს. Watch.vote-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რესპუბლიკელ უილსონს ამომრჩეველთა…
-
ჰორმუზის სრუტის დახურვა ევროპას დამატებით 127 მლრდ ევრო დაუჯდა – ფონ დერ ლაიენი
ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ ფასების ზრდის გამო ევროპამ წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამატებით 127 მლრდ ევრო დახარჯა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რასაც Report ავრცელებს. „ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ იმპორტირებული წიაღისეული…
-
“რუსეთს თუ მივცემთ ნებას, რომ კანონის ყველა პრინციპის დარღვევით მოიგოს დამპყრობლური ომი, ეს პრეცედენტს შექმნის და არავინ იცის, სადამდე წავა”- იოჰან ვადეპული
რუსეთს თუ მივცემთ ნებას, რომ კანონის ყველა პრინციპის დარღვევით მოიგოს დამპყრობლური ომი, ეს პრეცედენტს შექმნის და არავინ იცის, სადამდე წავა ის. ჩვენ სწორ მხარეს ვართ. ჩვენ მათ მხარეს ვართ, ვისაც თავს დაესხნენ. ჩვენ კანონის მხარეს ვართ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა…
-
“დემოკრატები“ კონგრესს გააკონტროლებენ და შესაძლებლობა ექნებათ, დონალდ ტრამპს პასუხი აგებინონ – ეს შესანიშნავია”- ბერნი სანდერსი
„დემოკრატები“ ამიერიდან გააკონტროლებენ როგორც წარმომადგენელთა პალატას, ისე სენატს და შესაძლებლობა ექნებათ, დონალდ ტრამპს პასუხი აგებინონ. ეს შესანიშნავია, – ამის შესახებ აშშ-ის დამოუკიდებელი სენატორი ვერმონდის შტატიდან, ბერნი სანდერსი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,…
-
“გუშინ, ამერიკის საზოგადოებამ ხმა ისეთი პოლიტიკის წინააღმდეგ მისცა, რომელიც მხოლოდ სიღარიბეს იწვევს”- პედრო სანჩესი
გუშინ, ამერიკის საზოგადოებამ ხმა ისეთი პოლიტიკის წინააღმდეგ მისცა, რომელიც მხოლოდ სიღარიბეს იწვევს, – ასე ეხმაურება ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებს. „ამერიკის საზოგადოებამ ხმა მისცა სიძულვილის წინააღმდეგ. მაჩიზმის წინააღმდეგ.…
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მელანია ტრამპი „პრინცესა ოლგას ორდენით“ დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი „პრინცესა ოლგას ორდენით“ დააჯილდოვა, – ინფორმაცია უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პირველ…